|
2020-09-14 22:17:53, 1712 ნახვა
მსოფლიო
ნავალნი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და მან წამოდგომაც შეძლო
ბერლინის კლინიკის "შარიტე"-ს ცნობით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და მან საწოლიდან წამოდგომაც შეძლო. რუსი ოპოზიციონერი სრულად გათიშულია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. დღეს შვედეთისა და საფრანგეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა ნავალნის ქიმიური აგენტით მოწამვლა დაადასტურეს. ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტი გერმანელმა სამხედრო ექიმებმა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურეს, თუმცა გერმანიის მთავრობამ პოლიტიკოსის ანალიზის პასუხები ჰააგაშიც გადააგზავნა. ჰააგისგან დამოუკიდებლად ალექსეი ნავალნის ანალიზები შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებშიც გადამოწმდა. ორივე ქვეყნის პასუხი გერმანელი ექიმების დასკვნას დაემთხვა, ალექსეი ნავალნი ქიმიური აგენტით, „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული. დასკვენების დადების შემდეგ, გერმანიამ ოფიციალური გაცხდება გააკეთა და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აღნიშნულ თემაზე განმარტებები გააკეთოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)