|
2020-09-10 16:06:39, 3422 ნახვა
მსოფლიო
The Insider: ალექსეი ნავალნიმ გაიხსენა მოვლენები, რომლებიც წინ უძღვოდა მის მოწამვლას
ალექსეი ნავალნი საბოლოოდ მოვიდა გონს მას შემდეგ, რაც ის კომიდან გამოიყვანეს. რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან გაიხსენა მოვლენები, რომლებიც წინ უძღვოდა მის მოწამვლას, - ამის შესახებ ინფორმაციას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოები The Insider, Bellingcat და Der Spiegel ავრცელებენ. გამოცემების ცნობით, ჰოსპიტალის დაცვა, სადაც ამჟამად ნავალნი იმყოფება, გაძლიერებულია. იმისათვის, რომ მოინახულონ ოპოზიციონერი, საჭიროა, რომ პოლიციის სამი კორდონი გაიარონ. მაღალი უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ნათელი გახდა, რომ ნავალნის ახსოვს ყველაფერი, რაც მის მდგომარეობას უფრო საშიშს ხდის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან უკვე იწყებენ მნახველები მისვლას. წყაროს მიხედვით, გერმანული სპეცსამსახურები ემზადებიან არა მხოლოდ ფიზიკური საფრთხეებისთვის, ასევე „დეზინფორმაციული შტურმისთვისაც“, კლინიკა Chartie-ს დისკრედიტაციის მცდელობისთვის. ექიმები თვლიან, რომ ნავალნი გადარჩა არა მხოლოდ პილოტების სწრაფი რეაქციით, როლებმაც გადაწყვიტეს თვითმფრინავი ომსკში დაეშვათ, არამედ იმით, რომ მათ ათროპინი, ჯერ კიდევ აეროპორტში მიიღო. სპეციალისტების პროგნოზით, ოპოზიციონერის ფიზიკური ჯანმრთელობა 90%-ით აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)