|
2020-09-08 11:43:59, 5901 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს არჩევნებამდე
აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინა სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ შესაძლოა ნოემბერში დაამტკიცოს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ვაქცინა შესაძლოა ამ „განსაკუთრებულ თარიღამდე“ შეიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, მან განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება მზად იყოს არჩევნებამდე. „ჩვენ ვაქცინის შექმნას ძალიან მალე ვაპირებთ. შესაძლოა, სპეციალურ თარიღამდეც კი შეიქმნას. იცით, რომელ თარიღზე ვსაუბრობ“, - დასძინა ტრამპმა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს რომ აშშ-ში კვლავ ობამას ადმინისტრაცია იყოს, აშშ-ს ვაქცინა საერთოდ არ ექნებოდა. „პრეზიდენტი ტრამპი ამ ვაქცინას რეკორდულ დროში მიიღებს. სხვათა შორის, ეს რომ ობამას ადმინისტრაცია ყოფილიყო, თქვენ არ გექნებოდათ კორონავირუსის ვაქცინა სამი წლის განმავლობაში და ალბათ, საერთოდ არც გექნებოდათ", - განაცხადა ტრამპმა დღეს პრესკონფერენცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)