11:37 - 30 Apr, 2026
|
2020-09-07 14:32:10, 5983 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სანქციების დაწესებას 31 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის გეგმავს - სიაში ლუკაშენკო არ არის
ევროკავშირი სანქციების დაწესებას 31 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ აქვეყნებს. მედიის ინფორმაციით, სიაში ალექსანდრე ლუკაშენკო არ არის. გამოცემა ასევე იუწყება, რომ შესაძლოა სია შეიცვალოს. „ჩვენ თავდაპირველად 14 მაღალჩინოსანზე შევთანხმდით, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ კონსენსუსს კიდევ 17 ადამიანზე მივაღწიეთ. საქმე ეხება იმ მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებზე, ძალადობასა და დარბევაზე“,- განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა. სანქციების სიაზე ფორმალური შეთანხმება 21 სექტემბერს შედგება, მათ მიერ დაწესებული სანქციები კი, 22 სექტემბრიდან ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)