|
2020-09-05 14:44:42, 5479 ნახვა
მსოფლიო
გერმანია რუსეთს ნავალნის მოწამვლის საქმეზე დამნაშავეების დასახელებისკენ მოუწოდებს
გერმანია რუსეთს ნავალნის მოწამვლის საქმეზე დამნაშავეების დასახელებისკენ მოუწოდებს, - აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ბუნდესტაგის კომიტეტის უფროსი ნორბერტ რიოტგენი აცხადებს, რომ შესაძლებელია ევროპამ ნავალნის მოწამვლის საქმის გამო, გაზსადენის პროექტ „ნორდ სტრიმ 2-ის“ განხორციელებაზე უარი თქვას. ის გაზეთ „Rheinische Post-თან“ ამბობს, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთთან ურთიერთობის დროს ერთობლივად უნდა იმოქმედონ. „გერმანია და სხვა ქვეყნები ითხოვენ რუსეთისგან დაასახელოს დამნაშავეები“, - ამბობს ბუნდესტაგის ხელმძღვანელი. „NATO” ევროკავშირთან ერთად აცხადებს, რომ მსგავსი სახის მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და მყისიერ რეაქციას მოითხოვს. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს ნავალნის მოწამვლის საქმის გამო პროექტ „ნორდ სტრიმ 2-ის“ გაუქმების აუცილებლობას“, - წერს გამოცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)