|
2020-08-31 18:12:19, 3810 ნახვა
მსოფლიო
ბალტიის ქვეყნებმა ლუკაშენკოსა და მის მთავრობას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს. სანქციები იმ პირებსაც შეეხოთ, ვინც 9 აგვისტოს შემდეგ მომინგეების წინააღმდეგ ძალი გამოყენებაში მონაწილება მიიღეს. სანქციებზე კომენტარი ლიეტუვის პრეზიდენტმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რეჟიმს დიალოგისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს. „ჩვენ ვთქვით, რომ მშვიდობიანი დიალოგი და შეთანხმება გვჭირდება რეჟიმსა და საზოგადოებას შორის, მაგრამ ვხედავთ, რომ რეჟიმი ამისათვის მზად არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა გადავდგათ ნაბიჯი და ამით სხვა ქვეყნებს მაგალითი ვუჩვენოთ“ , – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ. ბალტიის ქვეყნების გარდა, ბელარუსის მაღალჩინოსნებზე სანქციები ევროკავშირმაც დაამტკიცა. ევროკავშირის სანქციებს ლუკაშენკომ უპასუხა და განაცხადა, რომ სანქციების ძალაში მოყვანის შემთხვევაში სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. 30 აგვისტოს ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, საიდანაც დააკავეს სულ მცირე 140 მომიტინგე და 20-მდე ჟურნალისტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)