|
2020-08-29 14:36:56, 6995 ნახვა
მსოფლიო
BBC - ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის
ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე ათჯერ დიდი ზომის ტერიტორია იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხანძრის არსებობის ფაქტს ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო არ ადასტურებს და ამბობს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლსონაროს თქმით, ეს მისი მტრების მიერ გავრცელებული სიცრუეა. ჯუნგლებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და 1 600-ზე მეტი კერა მოიცვა, ეს კი გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია. ბრაზილიელი მეცნიერის, კარლოს ნობრეს თქმით, წელს ტყის ხანძრებში ორი მთავარი საკითხი დგება: პირველი ის არის, რომ წლევანდელი სეზონი ჩვეულებრივზე უფრო მშრალია, ხოლო მეორე - გაჩეხილი ტყეებია, რომელსაც ხანძრის გაჩაღება შეუძლია. 2020 წლის პირველ შვიდი თვის განმავლობაში, ბრაზილიაში ამაზონის 13,000 კმ-ზე მეტი (5,019 კვ.მ.) ფართობის მქონე ტერიტორია დაიწვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)