|
2020-08-29 14:10:59, 7764 ნახვა
მსოფლიო
პირველი სექტემბრიდან ჩინეთის ქალაქ ვუჰანში სკოლები და ბაღები იხსნება
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ქალაქ ვუჰანში სკოლები და ბაღები გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, შემოდგომის სემესტრის დაწყებისთანავე, ქალაქის მასშტაბით 2 842 საგანმანათლებლო დაწესებულება აპირებს კარი გახსნას თითქმის 1,4 მილიონი სტუდენტისთვის. თუკი ქალაქში ეპიდსიტუაცია რისკის შემცველი გახდება, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში საგანგებო გეგმები უკვე შედგენილია. ადგილობრივი ხელისუფლება სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქალაქში ნიღბების ტარებას ურჩევს. ამასთან, მათივე რეკომენდაციაა, რომ ისინი შეძლებისდაგვარად მოერიდონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. სკოლებმა ყოველდღიურად უნდა წარუდგინონ ანგარიში ჯანდაცვის ორგანოებს. ინფორმაციისთვის, ჩინეთის ცენტრალური ქალაქი, სადაც სავარაუდოდ, COVID-19 წარმოიშვა, იანვრის ბოლოდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ქალაქში დაღუპულთა რიცხვი 3,869-ს შეადგენს, რაც მთლიანად, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა 80%-ს აღემატება. ვუჰანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს აპრილიდან დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქალაქში კარანტინი მოიხსნა. 18 მაისიდან დღემდე, ქალაქში კოვიდ 19-ის შიდა გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)