|
2020-08-28 17:33:30, 5959 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო ევროკავშირზე - ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს, ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები
„ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს, ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები“ , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის ტანკებითა და რაკეტებით შეშინება შეუძლებელია. „ახლა ვაჩვენებთ მათ, რა არის სანქციები. თუ ისინი ჩინეთსა და რუსეთში ჩვენი გავლით პატრულირებდნენ, ახლა ბალტიისპირეთით ან შავი ზღვით იფრენენ და ივაჭრებენ რუსეთთან და ა.შ. ისინი გაძღნენ და დაავიწყდათ, რა არის ბელარუსი და ფიქრობდნენ, რომ ჩვენი ტანკებით, რაკეტებით შეშინება შეიძლება. ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს. ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები“ , – განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსმა უკვე გადაწყვიტა, რომ ლიეტუვის პორტებიდან ბელარუსის ტვირთები სხვაგან გადაიყვანოს, მთავრობაში აცხადებენ, რომ ლიეტუვას ბიუჯეტის 30% მათზეა დამოკიდებული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თუ ბელარუსში სიტუაცია დაიძაბება ევროპას ფინანსური კრიზისი არ აცდება. „უნდა დავმშვიდდეთ, მათაც საზღვარგარეთ თავი ხელში უნდა აიყვნონ და დაფიქრდნენ, რა შეიძლება დაემსგავსოს ევროპა, თუკი აქ ვითარება დაიძაბება“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)