10:29 - 30 Apr, 2026
|
2020-08-28 11:48:28, 5632 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრემიერი აბე ჯანმრთელობის გაუარესების გამო თანამდებობას ტოვებს
იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე რამდენიმე დღეში თანამდებობას დატოვებს. იაპონური მედიის განცხადებით, პრემიერის გადადგომის მიზეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებაა. აბემ მმართველი კუალიციის დეპუტატებს გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. იაპონური მედია, პერიოდულად წერდა მინისტრთა კაბინეტის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. გასულ კვირას აბე საკუთარ კაბინეტში ცუდად გახდა, მას მედიკოსების დახმარება დაჭირდა.ამასთან ბოლო ორ კვირაში მან ორჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება. ჯანმრთელობის გამო პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან აბე გადადგა 2007 წლის 12 სექტემბერს. 2012 წლის დეკემბერში მეორე ვადით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად. იგი ყველაზე დიდიხანია ქვეყნის მართველია იაპონიის უახლეს ისტორიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)