|
2020-08-27 15:25:24, 5515 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ლუკაშენკოს რეჟიმის დასახმარებლად სპეციალური ძალები შექმნა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუსის დასახმარებლად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების რეზერვის შექმნა. ამის ამსახველი ინტერვიუს ფრანგმენტი, რუსულმა პროპაგანდისტურმა არხმა, «Россия 1» გაავრცელა. "ლუკაშენკომ დაგვისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენ გაგვეწია მისთვის შესაბამისი დახმარება. რუსეთი ასრულებს ყველა მის მიერ ნაკის ვალდებულებას. ალექსანდრ გრიგორიჩმა მთხოვა ჩამომეყალიბებინა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების რეზერვი, მე ეს გავაკეთე" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით ამ ძალების გამოყენების აუცილებლობა დღეს ბელორუსში არ დგას. როგორც პუტინი ამბობს, ბელორუსში ექსტრემისტული ელემენტები, დაშვებულ საზღვრებს არ გადადიან. ამასთან იგი არ გამორიცხავს რუსული ძალების ბელორუსში გამოყენებას. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირაა ბელორუსში მოქალაქეთა დაკავება და წამება მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე მე-6-ედ გაიმარჯვა. მინსკში და სხვა ქალაქებში არ წყდება ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)