|
2020-08-21 17:25:46, 2324 ნახვა
მსოფლიო
ლინას ლინკევიჩიუსი ნავალნის კომაზე - აჭიანურებენ დიაგნოზის გამოქვეყნებას, ამით კრემლი კვალის დაფარვას ცდილობს
„აჭიანურებენ დიაგნოზის გამოქვეყნებას, ამით კრემლი კვალის დაფარვას ცდილობს“, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ნავალნის საქმე ადამიანის სიცოცხლისადმი კრემლის დამოკიდებულების ტიპური მაგალითია. “ნავალნი კომაშია. მაღალჩინოსნები განზრახ აჭიანურებენ დიაგნოზის გამოქვეყნებას და უარს აცხადებენ ალექსეის გერმანულ კლინიკაში გადაყვანაზე. ადამიანის სიცოცხლისადმი კრემლის დამოკიდებულების ტიპურ მაგალითთან გვაქვს საქმე. ჩანს, რომ კვალის დაფარვის მცდელობაა”, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსი. შეგახსენებთ, რომ ნავალნის საოპერაციოდ გერმანიამ და საფრანგეთმა მზაობა გამოთქვეს და საუკეთესო საავადმყოფოებიც მოამზადეს, თუმცა რუსი ექიმების განცხადებით, პოლიტიკოსის მგზავრობა არ შეიძლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)