|
2020-08-20 18:38:25, 2044 ნახვა
მსოფლიო
ბორის აკუნინი - პუტინმა უნდა ილოცოს, რომ ალექსეი ნავალნი გადარჩეს
„პუტინმა უნდა ილოცოს, რომ ალექსეი ნავალნი გადარჩეს“, - ამის შესახებ ქართული წარმოშობის რუსმა მწერალმა, ბორის აკუნინმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნავალის სიკვდილის შემთხვევაში მოხდა უარესი, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიასა და ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ მოხდა. “ნოვო-ოგარიოვოს მკვიდრმა, პუტინმა უნდა ილოცოს, რომ ადამიანი, რომლის ხსენებისაც მას ყოველთვის ეშინოდა, გადარჩეს. თორემ მოხდება უარესი, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიას და ბორის ნემცოვის მკვლელობების შემდეგ მოხდა. გაცილებით უარესი. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, საჯაროდ თუ პირადად, როგორ შემიძლია, მხარი დავუჭირო ამ საშინელ ნავალნის, რომელიც ასეც და ისეც და, საერთოდ, ყველაფერს არასწორად აკეთებს. მე ყოველთვის ერთნაირად ვპასუხობ: ალექსეი ნავალნი ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებს თავის ცხოვრებას თავისი რწმენის გამო. და ეს ის ცხოვრებაა, რომელშიც მას რაღაც აქვს დასაკარგი. გამაგრდი, ალექსეი!”, - განაცხადა ბორის აკუნინმა. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავს ომსკში დაჯდომა მოუწია. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)