|
2020-08-19 19:45:47, 1211 ნახვა
მსოფლიო
ამერიკულმა კომპანიამ Oracle-მ TikTok-ის ყიდვა გადაწყვიტა
ამერიკულმა კომპანიამ Oracle-მა, შესაძლოა, TikTok-ის ამერიკული, კანადური, ავსტრალიური და ახალი ზელანდიური აქტივები შეიძინოს. კომპანია Oracle-ს გარდა TikTok-ის ამერიკული ნაწილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებდა Microsoft-იც. ამერიკული კომპანიის განცხადებას გამოეხმაურა შტატების პრეზიდენტიც, მისი განცხადებით შემოსავალის დიდი ნაწილი აშშ-ს ეკუთვნის. „აშშ-მ ფასის დიდი წილი უნდა მიიღოს, რადგან ეს ჩვენ გავხადეთ შესაძლებელი. ეს შემოსავალი იქნება იმ გაყიდვიდან, რომელზეც არავინ იფიქრებდა ჩემ გარდა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანია“, – განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ შტატების პრეზიდენტმა ჩინური აპლიკაცია და მისი მფლობელი კომპანია მომხმარებლების მონაცემების შენახვასა და ჩინეთის მთავრობისთვის მიწოდებაში დაადანაშაულა. ამ ბრალდების შემდეგ ტრამპი კომპანიას დაემუქრა, თუ მფლობელები არ გაყიდიდნენ აპლიკაციას ამერიკულ კომპანიაზე, ვეღარ შეძლებდნენ აშშ-ში თავიანთი პროდუქტის რეალიზებას. TikTok-ის მომხმარებლების უმრავლესობა აშშ-ში ცხოვრობს, შესაბამისად ჩინურმა კომპანიამ მუქარას ყურადღება არ მიაქცია. რამდენიმე დღის წინ კი დონალდ ტრამპმა აპლიკაცია განსაზღვრული ვადით აკრძალა და მფლობელები არჩევანის წინაშე დააყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)