|
2020-06-28 12:23:01, 1627 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილებისთვის დაფინანსებული სათბურები მოინახულა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ საზღვრისპირა სოფლებში რიყესა და შამგონაში დევნილებისთვის დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულეს. სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გრანტი 15 დევნილს გადაეცა. დაფინანსების საშუალებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სათბურები მოაწყვეს, რაც მათთვის დღეს უკვე შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ. პროგრამა სააგენტოსა და USAID-ის კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)