|
2020-06-27 11:55:05, 1855 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან სრულდება. ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობა დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები და ასფალტის მეორე ფენა საფარი იგება. აღნიშნულ მისამართზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიმდებარეთაც გრუნტის გზა იყო, ახლა კი, მოსახლეობა მოწესრიგებული, ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებს. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, დაახლოებით, 160 000 ლარი არის გათვალისწინებული. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, კახაბერ გვანცელაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)