|
2020-06-26 16:59:45, 2040 ნახვა
საზოგადოება
ახალდაბაში ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალდაბაში მდებარე ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. გეგმის თანახმად, ქუჩაზე მოეწყობა ბეტონის გზა და სანიაღვრე ქსელი. საერთო ჯამში, მოწესრიგდება 2 182 კვ. მ ფართობის ტერიტორია. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა და სამუშაოების პროცესს დაესწრო. „ბეთანიის ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომანქანების მოძრაობა. ამიტომ, ჩვენთვისაც და აქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 381 350 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)