|
2020-06-26 15:52:53, 5407 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტი, რუსეთში გამართულ აღლუმზე დასწრების შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავიდა
მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდოვმა, რომელიც მოსკოვში აღლუმზე იღებდა მონაწილეობას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარ რეზიდენციაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა მოლდოვურ ტელევიზიასტან საუბრისას, პირდაპირ ეთერში განაცხადა. „მე გადავწვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში ვიყო თვითიზოლაციაში, 48, 72 საათი, რამდენიც საჭირო იქნება. ჯერჯერობით არ მივიღებ მონაწილეობას საჯარო ღონისძიებებში, თუმცა შემდეგი კვირიდან გავაგრძელებ შეხვედრებს“, - განაცხადა დოდონმა. მოლდოვის პრეზიდენტის განმარტებით, მან რუსეთში წასვლამდე კორონავირუსზე 2-ჯერ გაიკეთა ტესტი. 75 ჯარისკაცი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას რუსეთის აღლუმში, არ არის კოვიდინფიცირებული. დოდონმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ მის გარშემო არსებულ ადამიანებს შორის, არის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო დაფიქსირებული კოვიდინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევა და 5-6 შემთხვევა, სახელმწიფო დაცვის სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)