|
2020-06-26 13:39:33, 1717 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში დაზიანებულ სპორტულ მოედნებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი ხელოვნური მწვანე საფარი, თანამედროვე ტიპის მავთულბადეები და რეაბილიტირდა ფეხბურთის კარები. თითოეული მოედნის ფართობი 630 კვ.მ-ია. განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. „ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე, ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დავასრულეთ. კიდევ ორ მისამართზე გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასეთი ტიპის პროექტები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მინი სტადიონების რეკონსტრუქციას“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 82 000 ლარი დახარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)