14:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 16:27:54, 1964 ნახვა

საზოგადოება
30 ივნისის ჩათვლით დაფნარის კვანძიდან ბაშისა სატრანსპორტო კვანძამდე და გეგუთის კვანძიდა ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია

30 ივნისის ჩათვლით დაფნარის კვანძიდან ბაშისა სატრანსპორტო კვანძამდე და გეგუთის კვანძიდა ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განუცხადა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი 4 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 სთ-დან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, 2020 წლის 25 ივნისის ჩათვლით ჩაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ამჟამად საჭიროა, აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდეს 2020 წლის 30  ივნისის ჩათვლით.

ასევე, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ღ.ს.ს. “აკკორდ ჯორჯიას“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 25 ივნისი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდეს 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics