|
2020-06-22 17:09:26, 6259 ნახვა
მსოფლიო
თეოდორ რუზველტის ქანდაკება ნიუ-იორკის მუზეუმიდან მოიხსნება
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის ბრინჯაოს ქანდაკება ნიუ-იორკის მუზეუმიდან მოიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ინიციატორების ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ქანდაკება რასიზმისა და იმპერიალიზმის სიმბოლოა. აღნიშნულ ქანდაკებაზე მოცემულია ცხენზე ამხედრებული თეოდორ რუზველტი, რომელსაც აფრიკელი კაცი უდგას გვერდით. რუზველტის შვილიშვილი დათანხმდა ქანდაკების მოხსნის საკითხს და განაცხადა, რომ ეს არ ასახავს რუზველტის მემკვიდრეობას. მალევე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა - „სასაცილოა, ნუ გააკეთებ ამას!“ მას შემდეგ, რაც აშშ-ში პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა, შეერთებულ შტატებში მწვავე კამათი მიმდინარეობდა გარკვეული ქანდაკებების მოხსნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. აშშ-ს ერთ-ერთი ასეთი იყო კრისტოფერ კოლუმბის ქანდაკებაც. ანტირასობრივი გამოსვლების, Black Lives Matter, ფარგლებში გლობალურ დონეზე გავრცელდა იდეა, რომ მსგავსი სახის ძეგლები ბევრ სხვა ქვეყნებშიც მოიხსნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)