2020-06-18 18:26:59, 2577 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეტში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს 69 ადამიანი ემხვერპლა, მათგან ერთ-ერთი 13 დღის ბავშვია
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით გარდაცვლილ 69 პაციენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 13 დღის ჩვილია, რომელიც დღეს დაიღუპა - ამის შესახსებ ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ყოველკვირეული სტატისტიკის თანახმად, კორონავაირუსის გავრცელება შენელებული იყო, რაც ქვეყანას კარანტინის მოხსნის და ეკონომიკის გახსნის საშუალებას აძლევდა.
დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, რომ 131- დან 49 საავადმყოფოს ერთი კვირის განმავლობში ინფიცირებული პაციენტებიდან არცერთი დაუკარგავს. თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 1 კვირის მაგივრად 48 საათი გავიდა მასშემდეგ რაც საავადმყოფოებს არ დაუფიქსირებიათ ლეტალობა ინფიცირებულ პაციენტებში.
ბრიტანეთის ოფიციალურ წყაროებს დღევანდელი გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არ გამოუქვეყნებია, თუმცა რეალური რაოდენობა დადასტურებულ გარდაცვლილთა რაოდენობასთან შედარებით ყოველთვის მაღალია, რადგან ოფიციალური პირები მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთვევების შესახებ იუწყებიან.
წინასწარი ინფორმაცია კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ამ დროისთვის ინგლისში 62-ს, შოტლანდიაში 2-ს, უელსში 5-ს შეადგენს, გარდაცვალების შემთხვევა ჩრდილოეთ ირლანდიაში უკვე მეორე დღეა არ დაფიქსირებულა.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში სულ 42 222 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 299 000-ს შეადგენს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან