|
2020-06-08 17:50:55, 2718 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები COVID-19-გან გამოჯანმრთელდნენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები COVID-19-გან გამოჯანმრთელდნენ. აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისივე თქმით, მათ ახლახანს მიიღეს განმეორებითი ტესტის პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია. „ახლახანს მივიღეთ განმეორებითი ტესტების პასუხები. ყველას პასუხი უარყოფითია. უარყოფითი პასუხები იყო გუშინაც. რა თქმა უნდა, ჩვენი ინფიცირების ვადები და პირობები უნდა გადაიხედოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველანი გამოვჯანმრთელდით და იმუნიტეტი გვაქვს. სამსახურს ვუბრუნდები“,- წერს ფაშინიანი. ცნობისათვის, 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)