|
2020-06-04 14:57:22, 3202 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ვზრდით სესხის ოდენობას და არეალს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამა „აწარმოე საწართველოში" დღეს მთვარობის სხდომის მიერ დამტკიცებული ცვლილებების შესახებ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცვილებები შეეხება „აწარმოე საქართველოში" პროგრამებს სესხის პროცენტის სუბსიდირების ნაწილში. მინისტრის განმარტებით, პროგრამა გაცილებით უფრო ლიბერალური და ბიზნესზე ორიენტირებული ხდება იმის გათვალიწინებით, რომ პანდემიის გამო ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს შეექმნა პრობლემები საბანკო სესხების მოზიდვასთან მიმართებაში. „კერძოდ, ჩვენ ვზრდით სესხის ოდენობას და არეალს. აქამდე თუ ეს იყო 150 000 ლარის მინიმალური ზღვარი, მას ქვევით ვწევთ და 50 000 ლარის მინიმალური ზღვარის სესხის მქონე კომპანია მიიღებს ჩვენს დახმარებას - სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ხოლო ზედა ზღვარი 5 მილიონი ლარიდან 10 მილიონ ლარამდე იზრდება", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პროგრამის მოქმედების ვადის გაზრდაა - თუ აქამდე სახელმწიფო თანადაფინანსება 24 თვე გრძელდებოდა, ახლა ეს ვადა 36 თვეს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)