09:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 14:47:50, 3195 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შედის - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების პროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიასთან ვრცლად ისაუბრა.

ნათია თურნავას განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევიდა - პროგრამაში ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ერთვებიან, რისთვისაც დამატებით 30 მლნ ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა. „ანუ, მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა, რაც ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების მიმღები მიკრო და მცირე ბიზნესები 20 000 ლარის და ზევით სესხის მიღების მსურველები შეძლებენ, რომ ისარგებლონ ჩვენი თანაუზრუნველყოფით სესხის 90% -ის ოდენობით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შესაბამისად, მინისტრის განმარტებით, პრაქტიკულად, სახელმწიფოს უზრუნველყოფილი სესხი იქნება არამარტო ბანკის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ, ის განკუთვნილი იქნება გარკვეული ბიზნესსაქმიანობისთვის. „ეს იმის წინაპირობაა, რომ როგორც კი სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა, ჩვენ უკვე ეს პროგრამა სრულფასოვნად ავამოქმედოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics