|
2020-06-03 17:06:39, 3414 ნახვა
ეკონომიკა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმოებას აორმაგებს
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმატებით ახორციელებს წლის დასაწყისში გამოცხადებულ წარმოების გაფართოების 30 მილიონ დოლარიან პროექტს. გუშინ ქარხანამ მიიღო ყველაზე თანამედროვე ტიპის ელექტროფოლადსადნობი ღუმელი და სხვა კომპონენტები. ამჟამად მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი და ახალი საამქრო წლის ბოლომდე გაეშვება. წარმოების გაფართოება ძირითადად დაკავშირებულია უნაკერო მილების დამზადებასთან, რომელიც საექსპორტo პროდუქციაა და დამატებით სარგებელს მოუტანს, როგორც კომპანიას, ისე ქვეყანას. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უკვე წლებია აწარმოებს უნაკერო მილების ექსპორტს ევროპასა და ამერიკაში და ეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქტია, რომელიც ექსპორტზე მასიურად გასულა საქართველოდან. კომპანიაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვით საკითხებს. ამ მხრივ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წამყვანი კომპანიაა რეგიონში და მისი წარმოება სრულად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის და მსოფლიო სტანდარტებს. ამჟამად კომპანიაში 1500 თანამშრომელია დასაქმებული, ახალი ელექტროფოლადსადნობი ღუმელის გაშვების შემდეგ იგეგმება დასაქმებულების რაოდენობის გაზრდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)