04:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 12:32:20, 1098 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გავწერეთ თეორიული რისკები და დეტალური პროტოკოლი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თავდაცვის უწყების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა.

განცხადებაში, მან აღნიშნა, რომ თანამშრომელბს აეკრძალათ სამსახურში გამოცხადება და გაიწერა დეტალური პროტოკოლი თუ ვინ როგორ უნდა იმოქმედოს.

 “ჩვენ გავწერეთ თეორიული რისკები და ავუკრძალეთ ჩვენს თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადება. მთელი პროტოკოლი გაიწერა დეტალური, ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. მაქსიმალურად გავამკაცრეთ თვითიზოლაციის პირობებში მყოფი თანამშრომლების მონიტორინგი და მას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. ასევე ბრძანებაში გაიწერა ისიც, რომ თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში, მათ არამხოლოდ სამსახურიდან დავითხოვთ, არამედ შესაძლოა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. იყო გარკვეული შემთხვევები და ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამხედრო პოლიციამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა როგორც უწყების თანამშრომლების, ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან.

 „ასეთ ვითარებაში, როდესაც მთავრობა ასეთი სერიოზულობით, ამხელა ძალისხმევით რეაგირებს, არ შეიძლება, საპასუხო რეაგირება არ მომდინარეობდეს არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისგან, არამედ მოქალაქეების მხრიდანაც. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და სამოქალაქო თვითშეგნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics