04:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ილჰამ ალიევმა მეუღლე პირველ ვიცე პრეზიდენტად დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველ ვიცე-პრეზიდენტად თავისი მეუღლე, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქართველი ქალი იპოვეს

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე პოლიციამ ორი ქართველი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალი თურქეთში შესვლას ჩემოდანში დამალული ცდილობდა, - ამის შესახებ Daily Sabah-ი იუწყება. 

ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გენერალი მაკმასტერი დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გენერალი ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

ანექსირებული ყირიმის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა

ანექსირებული ყირიმის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უკრაინაში გამგზავრებას ყალბი საბუთით ცდილობდა, - ამის შესახებ Tass-ი სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

Haaretz - ისრაელში ყველაზე ხშირად უკრაინის, საქართველოსა და ეგვიპტის მოქალაქეებს არ უშვებენ

ისრაელში ყველაზე ხშირად უკრაინის, საქართველოსა და ეგვიპტის მოქალაქეებს არ უშვებენ, - ამის შესახებ Haaretz  ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება.

 

გერმანული გამოცემა Die Welt-ის ჟურნალისტი თურქეთში დააკავეს

გერმანული გამოცემა Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუზელი თურქეთში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს. 

პოროშენკო: შეცდომა იქნებოდა ფიქრი, რომ პუტინის მადა მხოლოდ უკრაინით შემოიფარგლება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის სახელმწიფოს სიძულვილში დაადანაშაულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ტრამპი აშშ-ის მედიას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გართულებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადგილობრივ მედიას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გართულებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

პუტინი: დასავლეთი რუსეთის პროვოცირებას ცდილობს

"დასავლეთი რუსეთის პროვიცირებას ახდენს, თუმცა სპეცსამსახურებს დიალოგი სჭირდება",- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე განაცხადა. 

თავდაცვის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია

თავდაცვის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველის პოსტი, მაიკლ ფლინის სკანდალური გადადგომის შემდეგ, ვაკანტურია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

 

Bloomberg: რუსულ ტელეარხებზე ტრამპთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ცენზურა ამოქმედდა

რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანიებს დონალდ ტრამპის შესახებ დადებითი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალათ, - ამის შესახებ Bloomberg-ი 3 დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

ბაღდადში აფეთქების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, 56 კი მძიმედ დაშავდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 56 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

ტრამპი: ამერიკული სპეცსამსახურები მედიასთან უკანონოდ თანამშრომლობენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროდან და/ან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან თანამშრომლები New York Times-ს და WASHINGTON POST-ს ინფორმაციას უკანონოდ აწვდიან, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე წერს.

ადვოკატი ირმა ჭკადუა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კიდევ ერთი მოწმეა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ის 2 თუ 3 დღის წინ დაიკითხა, თუმცა, გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, ის საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.

პესკოვი: ყირიმის დაბრუნებაზე აშშ-სთან არ ვიმსჯელებთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ყირიმის დაბრუნებაზე საუბარს  არ აპირებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics