საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო ლე რუქსის განცხადებით, „ორლის“ აეროპორტზე თავდამსხმელი მამაკაცი პარიზის გარეუბანში მომხდარ თავდასხმასთან კავშირშია.
„ორლის“ აეროპორტში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა, პარიზის ჩრდილოეთით პოლიციისთვის მოულოდნელ ცეცხლის გახსნას უკავშირდებოდეს.
პარიზში, „ორლის“ აეროპორტში უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თეთრი სახლში საპროტოკოლო ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა.
ალეპოს პროვინციის სოფელ ალ ჯინაში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე ლიცეუმში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში ამანათი აფეთქდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ჰავაის შტატის მოსამართლე დერიკ უოთსონმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება 6 მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა yahoo-ს ანგარიშებზე განხორციელებული კიბერშეტევებისთვის რუსეთის 4 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ორ ოფიცერს ბრალი წაუყენა.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ ქვეყნის პროკურატურამ საქმე აღძრა, - ამის შესახებ France24 იუწყება.
ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, - ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკა უწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
2016 წელს სირიაში 652 ბავშვი დაიღუპა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ს ბავშვთა ფონდზე დაყრდნობით იუწყება.
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, მოსულზე იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ 180-მდე მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More