17:58 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარი-თებერვლის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 4,8% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დადებითად აფასებს.

მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბრიუსელში ვიზიტი და საქართველოს დელეგაციის მიმდინარე შეხვედრები შეაფასა.  

კობახიძე: აპრილის ბოლოს კონკრეტული დოკუმენტი მომზადდება, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს

„აპრილის ბოლოს მომზადდება უკვე კონკრეტული დოკუმენტი და ის დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასაპარლამენტო ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა. 

გიორგი ტუღუში: პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდეს

,,არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება და ასევე პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს  პირდაპირი წესით",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი  ტუღუშმა განაცხადა.

რაიმონდ ვეიონისი: ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის ქმედებებს, არასდროს მიიღებს ოკუპაციას

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდ ვეიონისის განცხადებით, ტრაგიკულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ღობეები ქვეყანას ორ ნაწილად ყოფენ.

პრეზიდენტი: ევროპაში ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი არ დარჩენილა ბოლომდე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებით ემოციურია, როდესაც ქვეყნის მეგობრები თვითონ ინტერესდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით.

გიგაური: სამწუხაროა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე ვსაუბრობთ

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე ვსაუბრობთ“,-ამის შესახებ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

შსს იგორ კირიუშინის დაკავებას ადასტურებს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  სასაზღვრო-სამიგრაციო  კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას,  მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ  ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ.  დააკავეს.

ირაკლი კობახიძე: დღეს მოქმედი კონსტიტუცია ავტოკრატიის საფრთხეს ჰქმნის

„დღეს მოქმედი კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს  ჰქმნის“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძე: ახალი კონსტიტუციით ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და ნეიტრალურ არბიტრ პრეზიდენტს მივიღებთ

„დღეს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტი ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის, ხოლო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები კი ამ რისკს მთლიანად გამორიცხავს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ავრამოპულოსი: კეთილი იყოს პირველი ქართველებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მობრძანება

ევროპის კავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. 

რატიანი: განათლების სამინისტროს რეგულაციებით, ის ადამიანები ზარალდებიან, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნების გავრცელებას

„რეგულაციებით რომელიც  განათლების სამინისტრომ შემოიღო ის ადამიანები და კომპანიები ზარალდებიან, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნის გავრცელებას საქართველოში“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“  წევრმა სერგო რატიანმა განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ გრაფირების წესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ოთარ კახიძე: ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ჩვენი შემდგომი ინტეგრაციისკენ ევროპაში

„ჩვენი ისტორიული ადგილი არის ევროპაში. ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რაც უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ დაგვირგვინდეს ჩვენი გაწევრიანებით ევროკავშირში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პრეზიდენტი: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვიზალიბერალიზაციით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს.

ალექსის ციპრასი: საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სტაბილურად დავუჭერთ მხარს

„ჩვენ სტაბილურად დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვან როლს ვითამაშებთ ამ მიმართულებით“,-ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

პრემიერი: ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი ბიძგია საქართველოში წარმატებული რეფორმების გასატარებლად

„დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში, რაც ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერძენ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics