15:26 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პროკურორი: ბიზნესმენმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მამალაძემ, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, 7 ათასი ევრო სთხოვა

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დაკითხული ბრალდების მხარის 7 მოწმიდან ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო, რომლის სახლშიც მამა გიორგი მამალაძე უსასყიდლოდ ცხოვრობდა.

ადვოკატი: მამაო გაოცებული და გაკვირვებული იყო, მის ბარგში ასეთი ნივთიერების არსებობით

მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, აეროპორტის 2 თანამშრომელი, რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ბრალდებულის ბარგის ამოღება, განსხვავებულ, არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას იძლევა.

სერგეენკო ივანიშვილის ჯანმრთელობაზე: ჭორების გენერატორებმა თავის თავში ჩაიხედონ, კანის ფერი თუ შეეცვლებათ კარგი იქნება

„ამ ჭორების გენერატორებმა და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ კარგი იქნება“, - ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის კითხვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

პროკურორი: თავად გიორგი მამალაძემ ამოიღო ბარგიდან ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროკურატურაში დალუქული ბარგის გახსნისას თავად ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ ამოიღო დეზადორი, რომლის თავსახურში მას დამალული ჰქონდა საწამლავი, რათა აეროპორტის კონტროლის გვერდის ავლით "გაერა ამ ნივთიერებას". 

ოხანაშვილი: ნიკა მელია სამსახურის გარეშე დარჩება, რადგან მას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს. 

ხუხაშვილი: „ენმ“ დაზიანებული ბრენდია - ზაალ უდუმაშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა

ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილის შეფასებით, თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილის წარდგენით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

სოფო კილაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს

„ნაციონალურ მოძრაობას“ თვითმმართველობის არჩევნებში  გამარჯვების შანსი არ აქვს“,-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უდუმაშვილი: მე ვიცი როგორ დავამარცხო ერთი კაცის უსამართლო, კორუმპირებული მმართველობა

„მე ვირჩევ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უდუმაშვილი: ვიღებ გამოწვევას და გადამწყვეტ ბრძოლაში ვერთვები თბილისის გადასარჩენად

 „დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ ვიღებ გამოწვევას  და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში  თბილისის გადასარჩენად“,-ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ოფიციალურ წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს.

თამარ ალანია: დღევანდელი უმაღლესი საბჭოს პირობებში, გავლენებზე საუბარი გადაჭარბებულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ალანიას შეფასებით, დღევანდელი საბჭოს პირობებში გავლენებზე საუბარი გადაჭარბებულია.

მურუსიძე: უმაღლესი საბჭოს მდივანი აღარ ვიქნები, შესაბამისად, პიროვნული ფაქტორები უკანა პლანზე გადაიწევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე საბჭოს ახალ წევრებს და არასამთავრობოებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მიხეილ ჩინჩალაძე: სასამართლო დღეს გავლენებისგან იმდენად თავისუფალია, როგორც არასდროს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.

ნინო გვენეტაძე: სამართლიან კრიტიკას არ გავურბივართ

„ჩვენ არ გავურბივართ სამართლიან კრიტიკას“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

სააკაშვილი: უკრაინაში და საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ, ვიბრძოლებ ბოლომდე

„არავის არ ვაპირებ დავუთმო, მითუმეტეს ოლიგარქებს და მითუმეტეს კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

კობახიძე: ეროვნული უშიშროების საბჭო კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯეა, რომელიც სწორდება

„ეროვნული უშიშროების საბჭო ის ორგანოა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ფუნქციებს, ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics