იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - 8 ათასამდე მევენახემ ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე ჩააბარა.
27 სექტემბერს 18:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ნიკოლოზ ნადირაშვილისკონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება .
26-27 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი გაიმართება, სადაც „ვისოლი“ საკუთარი გუნდით იასპარეზებს „ფორმულა ალფას“ სერიაში.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლაოსის დელეგაცია სტუმრობს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახალი ინოვაციური ტექნოლოგია ფოტომოყვარულებსა და პროფესიონალ ფოტოგრაფებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ვასილ ყულჯანიშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს CNN-ის მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად ტელეკომპანია CNN-ის სამაუწყებლო ეთერში საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ჩინელ ჟურნალისტებს უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამს ულოცავს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More