26 მაისის აღსანიშნავად სტამბოლში ბოსფორის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისს ქალაქ სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ბოსფორის ხიდი, რომელიც 40 წუთის განმავლობაში წითელ და თეთრ ფერებში 7 სხვადასხვა ვარიაციაში ანათებდა.