სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის №19-ში მდებარე ახალ, №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი) ბავშვების რეგისტრაცია 7 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს ლიტვის, მოლდოვისა და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრები ეწვივნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაია თბილისის „ჰუავეი“-ს მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანიის გენერალურ დირექტორს დონგბო ლიანგს შეხვდა.
ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "ბიზნესკონტაქტი"-ს ოთხ ჟურნალისტს - თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელარა გელანტია "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს. გელანტიას თქმით, მიზეზი "რუსთავი2"-ის გადაცემა არჩევანში მონაწილეობაა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა შეძლებელი.
პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ორგანიზაცია ,,გენი ქართულის’’ 80 - ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახის პატარას უმასპინძლა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More