საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში გარემოსდაცვის თემაზე ტრენინგი და დასუფთავების აქცია ჩატარდა. მასში ქალაქ ფოთის საჯარო სკოლებიდან 14-დან 18 წლამდე ასაკის 15 მოხალისე მონაწილეობდა.