აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ერთ-ერთი ადვოკატის ნემეტ კარიმლის განცხადებით, ის საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ადვოკატმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა.
ზურაბ ბუჩუკური საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაცვის უფროსი აღარ არის.
არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას, - ამის შესახებ ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფომრაციაშია ნათქვამი, რომელიც თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებას ეხება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის განცხადებით, ის გუშინ თბილისში, საკუთარ უბანში გაიტაცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა პირად ადვოკატთან ელჩინ სადიგოვთან საუბარში აღნიშნა. ინფორმაციას გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე ავრცელებს.
ქარტია სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს შეხვდა
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ტექნოპარკში IT მიმართულებით ტრენინგები დაიწყო
ბაჰრეინის სამეფოს ერთ-ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა „Power Up", ახალ ნომერში საქართველოს შესახებ საინფორმაციო-ტურისტული სტატია დაბეჭდა, სახელწოდებით - სად წავიდეთ შემდგომ? დანიშნულების პუნქტი თბილისი (Where To Go Next? Destination Tbilisi).
ახალი პროფესიების შეძენის შანსი და დასაქმების შესაძლებლობები - სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება იწყება.
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ანდჟეი დუდამ თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დეპუტატი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის წესებს შეიმუშავებს.
სააკაძის მოედნის გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოებიდასრულდა.
საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ ბათუმში პირველი და აჭარის რეგიონში ერთადერთი, სოციალური საწარმო - ადაპტირებული ჰოსტელი (Black sea hostel) გახსნა.
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა.
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გერმანიის საელჩომ საქართველოში, 24 მაისს, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე, კომპლექს „ფუნიკულიორის“ მე-3 სართულზე- ბუნების ეკონომიკის შესახებ მაღალი კლასის პანელური დისკუსია გამართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More