სინოპტიკოსების პროგნოზით, ბორჯომში დღის მეორე ნახევარში გაწვიმდება
სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს იძლევიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი კი +32 გრადუსამდე გათბება. ასევე იწვიმებს 24 აგვისტოსაც. ბორჯომის ხეობაში მეხანძრე-მაშველები და ავიაცია ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლის კერების ლიკვიდირებას ქარი და სიცხე ართულებს.