შსს: წყლის აღებისას, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა, მისი წყალზე დასმით კი, თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.