პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენები საერთო სახელწოდებით "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.