საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადაზიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.