პროკურატურა კორცხელის ეპიზოდზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს მოითხოვს
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, კორცხელის ეპიზოდთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს.