საქართველოს ბანკის დაფინანსებით ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები გაიხსნა
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე, საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა. განყოფილება სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით.