ქუმსიშვილი: ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მოტივით მოხდა ფოთის თიზ-ის 85% და სს „ფოთის აეროპორტის“ სახელმწიფოსთვის დაბრუნება.