პირველი ობიექტი 2015 წლის 17 დეკემბერს გაგარინის მოედანზე გახსნეს - ჯერ სულ ერთი წელი შეუსრულდათ, თუმცა უკვე ოთხ ფილიალამდე გაიზარდნენ. რესტორნების ქსელ „დე გუსტოს“ კონცეფცია თბილისში არსებული ყველა სხვა კვების ობიექტისგან განსხვავებულია. აქ შეგიძლიათ მიირთვათ უკვე მზა კერძები ძალიან სასიამოვნო გარემოში.