20:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ლიბერთი ბანკი კამპანიის „ევროპა სახლია“ მხარდამჭერი გახდა

ლიბერთი ბანკი  კამპანიის „ევროპა სახლია" მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული კამპანია ეხმიანება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას 2017-2020 წლებისთვის. კერძოდ, ერთ-ერთ ძირითად გზავნილს:

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი: ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას
დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე  სსფ-ის მისიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გვენეტაძე: მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია
ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარე პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას ეფუძნება

პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს,  სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვერა მარტინი: სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს


საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ზრდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ  საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მერსედეს ვერა-მარტინი: სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია

სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით, - ამის შესახებ  სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დეპარტამენტის სერვისებისა და პრუდუქტების, ასევე იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა.  ოფიციალური ვიზიტის მიზანი ხორვატიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების რეგიონში დანერგვაა.

ქუმსიშვილი: ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა
სსფ-ის მისია: საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების სწრაფმა ზრდამ შეუწყო ხელი
სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი: გაცვლით კურსთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოლიტიკას მხარს ვუჭერთ
კომიტეტებსა და ფრაქციებში დღეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა იწყება

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში  დღეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტისა და  კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალების განხილვა გაიმართება. ასევე კანონმდებლები იმსჯელებენ „სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზეც". 

დოლარი დღეს, 2.4790 ლარი ღირს
საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთვარობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
„თეგეტა აკადემიის“ ახალი სასწავლო ცენტრი გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics