ღარიბაშვილი: ძალიან მძიმე და მოუშუშებელია იარა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა
ჩვენთვის ძალიან მძიმე და მოუშუშებელია იარა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.