14:58 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრეზიდენტი: კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ

„იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური  გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების  გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ირაკლი აბესაძე: ხელისუფლებას სურს, პრეზიდენტს გარკვეული თემების განხილვა აუკრძალოს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა.

 

კაპანაძე: მნიშნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადოს

,,კანონი მოსმენების შესახებ არის არაკონსტიტუციური. არასწორად მიიღეს, მათ შორის იყო პროცედურული დარღვევებიც“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

 

კალაძე: პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ჩემთვის საინტერესო არ არის

„პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს საბოლოოდ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძე: სტრასბურგში ჩემი ვიზიტი „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას არ ემსახურებოდა

„ჩემი ვიზიტი სტრასბურგში კონკრეტული საქმის განხილვას არ ემსახურებოდა“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვას, „იყო თუ არა უშედეგო მისი ვიზიტი სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით“.

 

საქართველოს 6 ქვეყანაში ახალი ელჩი ეყოლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და მალაიზიაში საქართველოს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.
 

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეხვედრებს იწყებს
პრეზიდენტი მოსმენების კანონზე საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო ფრაქციებს, ე.წ. ფარული მოსმემენების შესახებ კანონზე ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსულტაციებს სთავაზობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას: ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები

„ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები,  ამ კანონს მივესალმებით, თუმცა კარგი იქნებოდა წელიწად ნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ, არ მიგეღოთ ეს კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა“,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობას, სადაც ეროვნული ბანკში ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნების საკითხს განიხილავენ.

 

აბესაძე: დაუმორჩილებელი პრეზიდენტის მხრიდან, თუნდაც საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა, „ოცნებისთვის“ მიუღებელია

,,ნორმალურ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიესალმებოდეს პრეზიდენტის ასეთ ფართო ჩართულობას საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი 14 მარტს მოსკოვს ეწვევა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოსკოვს ეწვევა, - ამის შესახებ იფნორმაციას "იზვესტია" ავრცელებს. 

კობახიძე: პრეზიდენტი უპირისპირდება პარლამენტს და კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ შემაშფოთებელ უპატივცემულობას ავლენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებით პრეზიდენტი "კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას".

პრემიერი რ2-ზე: ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი
გიორგი კვირიკაშვილი იტალიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
თბილისი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს
აბესაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარი პროკურორი ივანიშვილის შოუს მონაწილეა

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  წევრის  ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ  დღეს გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ გაამყარა  მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის პირველ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის იყო.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics