08:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მოქალაქე „ევროპული საქართველოს“ წევრებს: 2008 წელს ვირთხებივით გაიპარეთ და მიატოვეთ ჩემი ქალაქი უპატრონოდ

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მოქალაქემ, კერძო სკოლა „ეისის“ პედაგოგმა ზურაბ ქარელმა შეხვედრების ფორმატი დაიწუნა.

 

მდინარაძე: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვხედავთ ორ-სამ ადამიანს, რომელიც ცდილობს, ეს პროცესი ჩაშალოს

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, პროვოკაციებს არ აყვნენ და კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობა მშვიდად გააგრძელონ.

 

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მორიგი ინციდენტი მოხდა

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მორიგი ინციდენტი მოხდა.

 

ეკა ბესელია: პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვება გარანტირებული აქვს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

გიგაური: ისეთი მოსამართლეები დაინიშნენ, პროცესზე ნაწამები ხალხი რომ წინ ედგათ და არ ეკითხებოდნენ, ვინმემ ხომ არ გაწამაო

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ   სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებებია შესული, თუმცა კონსტიტუციის დონეზე მოსამართლის დანიშვნის წესის გამჭვირვალობის  ვალდებულება გაწერილი არ არის. 

 

მოქალაქე ეკა გიგაურს: 2012 წლამდე ამ ყველაფერზე რატომ არ საუბრობდით

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა  საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი უფრო გააძლიერდება, რაც მნიშვნელოვანია.

 

ნაცვლიშვილი: ვეცდებით შეიქმნას ისეთი შრომის ინსპექცია, რომელიც შრომით უფლებებს ზედამხედველობას გაუწევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში საჭიროა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც არა მარტო შრომით უსაფრთხოებას, არამედ შრომითი უფლებების აღსრულებასაც შეამოწმებს.

 

ირმა ინაშვილი: ჩვენს სამშობლოში ქართველმა კაცმა ვერ გაიხარა

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, მას შემდეგ, რაც ინციდენტი განიმუხტა, შეკრებილებს სიტყვით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილა მიმართა.

 

ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, სხვა არაფერია, თუ არა პარტიის ხელმეორედ არჩევა
რატიანი: პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია

იქ, სადაც საუბარია ოკუპაციაზე, იური ლუჟკოვი არ უნდა დადიოდეს იმ ქვეყანაში და არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ პასპორტში მას არაფერი ეწერა განსაკუთრებული, - ამის შესახებ ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გორში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად გორში მიმდინარეობს. განხილვაში,  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად,  პრეზიდენტიც იღებს მონაწილეობას.

 

ნიკოლას ბერლინერი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, აშშ საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმას მხარს უჭერს.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ინ-ჩანგ სონგს შეხვდა.
 

პრემიერი აშშ-ის კონგრესის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარეს, სენატორ როჯერ უიკერს და თანათავმჯდომარეს, სენატორ ბენ კარდინს შეხვდა. 

ვიქტორ დოლიძე: გერმანიამ ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი დახმარება გაუწია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის “25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები საერთო ღირებულებები და ინტერესები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

ფოფხაძე: საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მოცემულობას ირგებს თავის თავზე, ყოვლად უსამართლობაა

„საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ირგებს პოლიტიკურ მოცემულობას თავის თავზე, არის ყოვლად უსამართლობა, რომელზეც ჩვენ ალბათ  ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავცეთ პასუხი ოპონენტებს“, - ამის შესახებ  უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics