10:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 15:23:49, 1742 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები თანაშემწეებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

ადგილობრივებს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებას და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი წესების დაცვისკენ მოუწოდებენ და მოსახლეობას აღნიშნულ სიტუაციაში სახლებში ყოფნას ურჩევენ.

რწმუნებულებმა, ადგილობრივებს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებაც გააცნეს, რომელიც ადგილობრივებზე თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტომობილების მომსახურებას გულისხმობს სურსათის შესაძენად, ან სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის.

ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების, მოხალისეთა ჯგუფის შესახებ და ინსტრუქციები გადაუდებელი საჭიროებისას.

უახლოეს დღეებში საინფორმაციო კამპანიას შუახევის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები შეუერთდებიან, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, შშმ პირებს, მარტოხელებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს მედიკამენტებს და სასურსათო კალათას გადასცემენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics