10:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 21:07:52, 2047 ნახვა

რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძე მარნეულში ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე მოსახლეობას უკვე სწრაფი ტესტებით ამოწმებენ.

ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩავიდა, რომელიც ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას  გაეცნო. 

„დღეს, როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების, რაც იძლევა საშუალებას პასუხის ვადა შემცირდეს 6 საათიდან საათ-ნახევრამდე.  აღნიშნული პირველი ეტაპისთვის მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მოკლე ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილი არის აქ ადგილზე. ჩვენ კიდევ ველოდებით დამატებით რაოდენობას. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად მომწოდებლისთვისაც რთული არის ამ ტესტების ერთიანად მოწოდება, მიუხედავად ამისა ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. ამ ეტაპზე ჩამოსულია 1000 ტესტი, რომელიც განკუთვნილი არის მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

სწრაფი ტესტების შემოღება მნიშვნელოვანი არის პროცესის დასაჩქარებლად, რათა დროულად აღმოჩენილ იქნას ის ადამიანები, რომლებიც არიან რისკის მატარებლები.

ამ ეტაპზე აქ მყოფი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევებს და გადაყვანას სხვა კლინიკაში. ექიმები კონტაქტზე არიან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთანაც და პაციენტთა მდგომარეობა მუდმივ რეჟიმში კონტროლდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics